ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - „ჩვენ და Edmodo“

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის  სამუშაო  პროგრამა/განრიგი


წრის  სახელწოდება:    „ჩვენ და Edmodo“
წრის ხელმძღვანელი:    თამარ  ზარნაძე
სკოლა: სსიპ  მალხაზ  ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის  ალისუბნის თემის  №2   საჯარო  სკოლა
მიზნობრივი ჯგუფიVI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 7.
წრის მიზანიმოსწავლეთა მიერ ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo- შესწავლა და გამოყენება პრაქტიკაში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა და განმტკიცება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ვირტუალური საკლასო ოთახის ინსტრუმენტებს, გამოიყენებენ პრაქტიკაში, შეიძენენ და განიმტკიცებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, განივითარებენ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობით უნარებს.
მოკლე მიმოხილვაწრის გეგმა მოიცავს Edmodo- ინსტრუმენტების შესწავლას  და პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების, ინფორმაციის გაზიარების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემის შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად; 
წრის ხანგრძლივობა2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. ჩატარების დღე ხუთშაბათი, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი (45 წუთი).
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: http://tamunazarnadze@gmail.com/
ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://tamunazarnadze3.blogspot.com/
          



ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის  მეცადინეობის  გეგმა
2018–2019 სასწავლო  წელი

თარიღი
თემის  დასახელება
 მეცადინეობის ხანგრძლივობა
1
04.10.2018
ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo- დაარსების ისტორიის გაცნობა   
45 წთ
2
11.10.2018
ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo-ში რეგისტრაცია www.edmodo.com
45 წთ
3
18.10.2018
როგორ გავხსნათ ჩვენი პირადი გვერდი
45 წთ
4
25.10.2018
მშობლების მოწვევა Edmodo-ში
45 წთ
5
01.11.2018
შეტყობინებების გამოქვეყნება Edmodo-ში
45წთ
6
08.11.2018
შეტყობინებების გახსნა და ჩამოტვირთვა
45წთ
7
15.11.2018
ზურგჩანთა Edmodo-ში
45 წთ
8
22.11.2018
საქაღალდის შექმნა 
45 წთ
9
29.11.2018
ფაილების ატვირთვა და წაშლა საქაღალდეებში
45 წთ
10
06.12.2018
დავალებები Edmodo-ში
45 წთ
11
13.12.2018
დავალებები Edmodo-ში
45 წთ
12
20.12.2018
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შეჯამება
45 წთ



მოსწავლეთა მშობლების 
განცხადებები
















Comments

Popular posts from this blog

წრის მეშვიდე მეცადინეობა - 15.11.2018 წელი

წრის მეათე მეცადინეობა - 06.12.2018 წელი

წრის მეთერთმეტე მეცადინეობა - 13.12.2018 წელი